22:02 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
2049 0 0

ცნობილმა მოდელებმა და საუკეთესო მეგობრებმა თიკა ფაცაციამ, თაკო ჩხეიძემ და ლიკა კვარაცხელიამ ვალენტინობა წყალტუბოში გაატარეს

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია, თაკო ჩხე­ი­ძე და თიკა ფა­ცა­ცია ქარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო სფე­როს პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბის რი­გებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. პო­დი­უ­მი­სა და სი­ლა­მა­ზის გარ­და, მათ ნა­თე­სა­ო­ბაც აკავ­ში­რებთ.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლე­ბის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან თაკო ჩხე­ი­ძე და მისი დიპ­ლო­მა­ტი მეუღლე რუს­ლან აბა­ში­ძე. კერ­ძოდ, ანა შე­ლი­ას ნათ­ლი­აა რუს­ლან აბა­ში­ძე, ხოლო ანას ძმა ალექ­სან­დრე თა­კომ მო­ნათ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა თიკა ფა­ცა­ცი­ას, მისი მე­ო­რე ვა­ჟის ნათ­ლი­აა ლიკა კვა­რა­ცხე­ლია.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლე­ბის მსგავ­სად მე­გობ­რო­ბენ მათი ქმრე­ბიც. ლიკა კვარაცხელიას მეუღლეს მურ­თაზ შე­ლი­ას, თაკო ჩხეიძის მეუღლეს რუს­ლან აბა­ში­ძეს და თიკა ფაცაციას მეუღლეს და­ვით ან­თე­ლი­ძეს ხში­რად შეხ­ვდე­ბით ერ­თად. ყო­ფი­ლი მო­დე­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად ერ­თად ატა­რე­ბენ და და­სას­ვე­ნებ­ლად, შვი­ლებ­თან ერ­თად და­დი­ან.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ვალენტინობის დღე მეგობრებმა წყალტუბოში აღნიშნეს. თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა და „შესანიშნავი ექვსეული“ დააწერა.

თაკო ჩხეიძის მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტია. წყვი­ლი სამ ვაჟს ზრდის. მის­ი სილამაზით საზოგადოება ჯერ კი­დევ მა­შინ მოიხიბლა, რო­დე­საც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე გოგონა ხალხმა მალევე შეიყვარა და ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მომღერალი, მოდელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საკმაოდ პატარა, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა, არც მაშინ და არც დღეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მეტიც, მისი მეუღლის ფოტოებიც ინტერნეტშიც თითქმის არ მოიპოვება. წყვილი სამ ვაჟს ზრდის.

ლიკა კვარაცხელიას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა. წყვილს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს. მოდელ ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს. მის გარდა წყვილს კიდევ ქალ-ვაჟი ჰყავს. ლიკამ კარიერა ოჯახს შესწირა, ახლა სარესტორნო ბიზნესს ფლობს და სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსთან“ თანამშრომლობს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები