სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 63-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 93 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 145 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
COVID-19 საქართველოში – 17 თებერვლის მონაცემები

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდ-პაციენტი გადის – სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 25 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 34 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 9 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 17 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.948-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0