11:39 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2792)
95810

დაუჯერებელია, მაგრამ ცნობილ ჩოგბურთელს თურმე თვითმფრინავის მართვა შეუძლია. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინსტაგრამზე“ საკუთარ „ფოლოვერებს“ სიახლეებით იშვიათად ანებივრებს და, შესაბამისად, „სთორებსაც“ არ აქვეყნებს ხშირად, თუმცა ცოტა ხნის წინ მან პირად გვერდზე რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ მართავს ჩოგბურთელი თვითმფრინავს.

ბასილაშვილი განსაკუთრებით ცნობილი სკანდალის შემდეგ აღარ ჩანს. მას ყოფილმა მეუღლემ ძალადობისთვის უჩივლა. ჩოგბურთელი 2013 წელს დაქორწინდა. წყვილს მალე ვაჟი, ლუკასი შეეძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი წლის წინ დაშორდნენ, ხოლო რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლეს ძალადობისთვის უჩივლა.

მაისში საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2792)

მთავარი თემები