თბილისში ინტენსიურად თოვს: გზებზე საცობებია

© Sputnik / Alex Shlamovთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

 „თბილსერვის ჯგუფის" ბრიგადები გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ – თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე  ტექნიკურის მარილის დაყრა მოხდა. იწმინდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური მარილი წყნეთის, ბეთანიის, ტაბახმელასა და კოჯრის საავტომობილო გზებზე დაყარეს.

ძლიერი თოვის გამო ავტომობილები ფრთხილად, თუმცა, შეფერხების გარეშე გადაადგილებიან. თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა.

ყველა ახალი ამბავი
0