06:10 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)
75 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.948-ს მიაღწია.

თბილისი,  17 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 486 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 194 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა,  განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  კახეთი - 74, იმერეთი - 49, გურია - 37, შიდა ქართლი - 36, აჭარა - 32, ქვემო ქართლი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 499  პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 259.727-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 13 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ   3.390-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.805 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  1.828 პაციენტი, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში -  810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421.

379 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 103 პირი, მათგან  თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 229 ადამიანი,  მათ შორის  11 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1.748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის,   ათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6.325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1.159.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.948-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)

მთავარი თემები