11:01 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (405)
205 0 0

დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ტრაილერებისთვის კვირას აიკრძალა.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (405)

მთავარი თემები