18:25 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
6601 0 0

აღშფოთებული ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ნახეთ ვინ გამოიყვანა ის მდგომარეობიდან.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილიც გამოეხმაურა. ის წერს, რომ ისეთი მრუდე აზროვნების ადამიანის ადგილი, როგორიც გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა აღმოჩნდა, ნორმალურად მოაზროვნე საზოგადოებაში არ არის.

მომღერალი თვლის, რომ ეს ადამიანი ყველაზე უარესის ღირსია და იმედს იტოვებს, რომ სამაგიერო მიეზღვება იმისთვის, რაც საკუთარ შვილიშვილს გაუკეთა.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.

დაკავებამდე ბაბუამ შვილიშვილზე თქვა: „თავი იმიტომ მოიკლა, რომ გაუპატიურებული იყო და თავისი დანაშაული გამოისყიდა”. სწორედ ამ განცხადების გამო განიხილავენ ამ კაცს სოციალურ ქსელში.

ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელმაც 14 წლის ნინიზე სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას, 115-ე მუხლსაც ედავება. ახალგაზრდა კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

14 წლის ნინის დის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი დანაშაული – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. ანუ, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს.

14 თებერვალს გამოძიებამ სწორედ ნინის უფროსი და, 20 წლის ახალგაზრდა ქალი ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და საქმის მასალები მისი ინტერესების დამცველს ანა თავხელიძეს, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს გადასცა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები