Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის...“ – როგორ ცხოვრობს გიორგი მარგველაშვილის ოჯახი დუშეთში

© FB / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე ამბობს, რომ პანდემიის გამო ოჯახს ძალიან გაუჭირდა და თავის გატანა უჭირს.

ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მან ჟურნალ „თბილისელებთან” ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახს არანაირი დანაზოგი არ გააჩნია და არც იმის საშუალება აქვს, აიყვანოს ძიძა, ხოლო თავად სამსახური ეძებოს. თანაც იმ სიტუაციაში, როდესაც ტრანსპორტი არ დადის, შეუძლებლად მიაჩნია დუშეთიდან თბილისში სიარული, თუ მძღოლს არ დაიქირავებს.

„ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ სუფთა ჰაერი და ეზო მაქვს, სადაც შემიძლია ბავშვები ვასეირნო და გარეთ გამოსვლის არ მეშინოდეს. კაფეში მე არ დავდივარ და სალონებში, არაფერი განსაკუთრებული მე არ მჭირდება. თუ რამე წარმოადგენს აუცილებლობას, ჩემს შვილს ვეუბნები და მას მოაქვს ელემენტარული, გამოსაცვლელი იქნება თუ მსგავსი რამ“, – ამბობს მსახიობი.

ქალი ამბობს, რომ მის ოჯახს, ღვთის მადლით, საკვები არ უჭირს, არც სალონებში სიარულია მისი ოცნება, რადგან არასდროს უვლია სალონში – თმას თავად იჭრის და შვილებსაც ჭრის, ფრჩხილებსაც თავად უვლის. მისი ერთადერთი ოცნება ისაა, რომ მხოლოდ ჯანსაღი გარემო იყოს და ბედნიერი გამომეტყველების ადამიანებს ხედავდეს.

რამდენიმე კვირის წინ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და მსახიობ მაკა ჩიჩუას უფროსი ვაჟი თემო ექვსი წლის გახდა. ყოფილმა პირველმა ლედიმ სოციალურ ქსელში ვაჟებთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნა.

მაკას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თემოს და თომას აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან – მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც დიდ დროს დუშეთში ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0