Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი საიდუმლოდ გათხოვდა – წყვილი შვილს ელოდება – ფოტოები

© Facebook / Liza Magradzeლიზა მაღრაძე
ლიზა მაღრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ჟურ­ნა­ლის­ტი და მომ­ღე­რა­ლი ლიზა მაღ­რა­ძე დღეს შე­იძ­ლე­ბა ბევრ თქვენ­განს არც კი ახ­სოვს, თუმ­ცა წლების წინ პა­ტა­რა გო­გო­ნა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს უყ­ვარ­დათ.

ლიზა მა­ყუ­რე­ბელ­მა მომ­ღერ­ლის ამ­პლუ­ა­ში გა­იც­ნო, მისი დუ­ე­ტი თა­თია გი­ორ­გო­ბი­ან­თან მა­შინ­დე­ლი რე­ი­ტინ­გე­ბის ლი­დე­რი იყო. შემ­დეგ ლიზა აქ­ტი­ურ სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რას ჩა­მო­შორ­და. მის მი­მართ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი ამ­ჯე­რად იმი­ტომ გაჩ­ნდა, რომ ლიზა ბიზ­ნეს­მენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ის ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის დის მზია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. ლიზა ათი წლის იყო, როცა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ლი­ზას­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა და მას ყვე­ლა ოც­ნე­ბას უს­რუ­ლებ­და.

ლიზა მაღრაძე პროფესიით მსახიობია, თუმცა საკუთარი პროფესიით არ უმუშავია. ბიზნესმენის შვილიშვილის პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესო იყო, თუმცა ის საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა.

ლიზა მაღრაძე კარანტინის დროს საიდუმლოდ გათხოვდა. მისი მეუღლე გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. წყვილს ქორწილი ჯერჯერობით არ გადაუხდია, თუმცა მათი ოჯახი უკვე სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია.

ლიზა და გიორგი მალე მშობლები გახდებიან. ორსულმა ლიზა მაღრაძემ ფოტოები ინსტაგრამის პირად გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ლიზა მაღრაძე და გიორგი კაკაბაძე ზამთრის დღეებს შეკვეთილში ატარებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0