02:15 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (314)
236 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 740-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.462-ს მიაღწია.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 740 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 328 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 138, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, აჭარა – 32, ქვემო ქართლი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 259.228-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.377-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.831 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.848 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446.

395 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 103 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში – 6, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 230 ადამიანი, მათ შორის 112 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1.753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 113, ხოლო აჭარაში – 44. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.020 ადამიანი, თბილისში – 6.112 პირი, აჭარაში – 609, იმერეთში – 1.204.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 740-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.462-ს მიაღწია.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (314)

მთავარი თემები