„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 16 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashvili"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის და რიონჰესის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის დ შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის, როსტომ მუსხელიშვილის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0