Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გავიგე, რომ ჩემს ქმარს სხვა ქალი ჰყავდა...“ – შორენა ბეგაშვილის სკანდალური განცხადება

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი ყოფილ ქმართან დაკავშირებით უცნობ ისტორიას ჰყვება. ნახეთ რატომ აიღო ბანკში კრედიტი და გაიკეთა მკერდი.

ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ აღიარა, რომ მკერდის ოპერაციის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, უნდოდა მისი მოღალატე ქმრისთვის ეჩვენებინა ვინ დაკარგა.

ტელეწამყვანის თქმით, როდესაც ქმრის ღალატის შესახებ პირველად შეიტყო, თავიდან ეს ფაქტი თავის გარეგნობას დააბრალა და უნდოდა საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ქალი გამხდარიყო, ამიტომაც კრედიტი აიღო და მკერდი გაიკეთა.

„დღეს კი ვიცი, რომ ნამდვილი სიყვარული მკერდის ზომაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, თუმცა ქალის თვითშეფასება – შეიძლება“, – აცხადებს შორენა. ბეგაშვილს ამ უიღბლო ქორწინებიდან გოგონა – ევა ბარბაქაძე ჰყავს. ამის შემდეგ იყო კიდევ უიღბლო ქორწინება ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან. ახლა კი ტელეწამყვანი აღარ მალავს, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა.

დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების მერე მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია.

ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0