როდის გაუქმდება საქართველოში „კომენდანტის საათი“? – გამყრელიძის პასუხი

© Facebook / photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) / FBამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
საქართველოში კვლავ ძალაშია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასევე იკრძალება თავყრილობები.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის თაობაზე რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცემა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

თბილისი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
შემსუბუქდება თუ არა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა – მინისტრის განმარტება

ორშაბათს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის განხილვის ერთ-ერთი თემა შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების საკითხი იყო.

„ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა – გაიხსნა სკოლები. ეს მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათი დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ მდგომარეობას და შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდვითარება შესამჩნევად გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ იძლევა მოდუნების საბაბს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ტესტი ჩავუტარეთ 49 777 პედაგოგს, (მათ შორის) ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 0,2%-ს შეადგენს“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში 15 თებერვლიდან

კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, ტაქსის მძღოლებსა და სასულიერო პირებსაც. ტესტირება ჩაუტარდა დაახლოებით 20 ათას ტაქსის მძღოლს – დადებითი პასუხი დაახლოებით 0,5%-ში დაფიქსირდა. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებს, აღნიშნულ კატეგორიაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 0,4% შეადგინა, სასულიერო პირებს შორის კი 1%. გამყრელიძის თქმით, სავაჭრო ცენტრებში კოვიდ–რეგულაციებს იცავენ, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებლი 0,2%-ია.

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ, რათა ქვეყანაში არ განმეორდეს ნოემბერ–დეკემბრის ვითარება, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265.722-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3.343 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0