ვითარება გზებზე: კალა–უშგულის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სვანეთში საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 171-186 კმ მონაკვეთზე (კალა–უშგული) ტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

საქართველოში უამინდობაა. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების მთელ რიგ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ყველა ახალი ამბავი
0