სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის გართულებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

© Sputnik / Vladimir Umikashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 48 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 64 ადამიანი.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
COVID-19 საქართველოში – 15 თებერვლის მონაცემები

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 165 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 48 კოვიდ-პაციენტი გადის – ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 31 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 22 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0