თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 165 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 48 კოვიდ-პაციენტი გადის – ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 31 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 22 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია