20:06 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოსა თუ უცხოეთის მოქალაქეს

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის.

„გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივითვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თამაზ გამყრელიძე გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი, 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000) იყო.

1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე მიმდინარე წლის 10 თებერვალს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი თემები