ისრაელის ელჩი საქართველოში კორონავირუსზე აიცრა და თბილისში დაბრუნებისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ეს უკვე მეორე აცრაა, რომელსაც რან გიდორი იტარებს სამშობლოში და ამით ვაქცინაციის პროცესი სრულდება. ელჩი თავის მოვალეობებს საქართველოში სულ მალე დაუბრუნდება

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა იერუსალიმში კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა და მზადაა, დაბრუნდეს თბილისში და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგეს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook–გვერდზე აღნიშნა.

ის თბილისში დაბრუნებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

„დღეს კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გავიკეთე. უმშვენიერეს თბილისში ჩემი დაბრუნების აღსანიშნავად უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ დავლიო „სარაჯიშვილის“ საოცარი ბრენდი“, – დაწერა ელჩმა გუშინ.

ისრაელის ელჩი რან გიდორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2020
„ისევ გაღვიძება ყოველ დილას“ - საქართველოში ისრაელის ელჩი ქართულად რეპავს - ვიდეო

ისრაელის ელჩი საქართველოში ქვეყნის მოქალაქეებს კარგად ახსოვთ – მან სიმღერა Polo Palace ქართულ ჰიპ–ჰოპ დუეტთან KayaKata ერთად იმღერა და სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების პატივისცემა დაიმსახურა. ელჩს მხარი დაუჭირა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა სანდრო გეგეჭკორმა და ვიდეოს ფორტეპიანოზე დაკვრით შეუერთდა. მცდელობა ნამდვილად ღირდა – ვიდეომ ერთ დღე–ღამეში 26 ათასზე მეტი ნახვა და ქართველების აღფრთოვანებული კომენტარების დაიმსახურა.

გიდორი ელჩად საქართველოში გასული წლის იანვარში დაინიშნა. მან ამ პოსტზე შაბთაი ცური შეცვალა, რომელიც ისრაელის ელჩი საქართველოში რვა წლის განმავლობაში იყო.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აწარმოებენ რეგულარულ ორმხრივ და მრავალმხრივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ საკანონმდებლო სფეროში და ასევე სხვა ბევრ მიმართულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0