10:19 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
77 0 0

ქვეყანაში ამჟამად დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და მომხმარებლებისთვის შეთავაზება. პოლიეთილენის პარკების აკრძალვის მთავარ მიზანს გარემოს დაბინძურების შემცირება წარმოადგენს.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური შემოწმება განახორციელეს და მთლიანობაში 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მაღაზიებში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აკრძალეს თხელი პოლიეთილენის პაკეტები, ასევე ყველა სახის პლასტიკური პაკეტის იმპორტი. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ობიექტი მაინც იყენებს მას. 

„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

უწყების ცნობით, თბილისსა და რეგიონებში 32 ობიექტი შემოწმდა. ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციისას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს რამდენიმე უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  პარკების წარმოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციის კუთხით.

 


მთავარი თემები