Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძის ქალიშვილის ზღაპრული დაბადების დღე - ნახეთ როგორი ტორტი ჰქონდა სოფიას

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
თამო ვაშალომიძემ შვილს ზღაპრული დაბადების დღე გადაუხადა. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ცნობილი დედა-შვილი

თამო ვაშალომიძემ ქალიშვილს - სოფიას, ზღაპრული დაბადების დღე გადაუხადა და ულამაზესი სამსართულიანი ტორტიც შეუკვეთა. როგორც ვიდეოში ჩანს, თამოს ბევრი სტუმარი არ ჰყავდა დაპატიჟებული და შვილს დაბადების დღე ვიწრო წრეში აღუნიშნა.

დედა-შვილი ულამაზეს კაბებში იყო გამოწყობილი და ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. თამოს ორი შვილი ჰყავს, პირველი - სოფია, რომლის მამის ვინაობას დღემდე არ ასახელებს საჯაროდ და მეორე - მაქსიმე, რომელიც ამჟამინდელი პარტნიორისგან, აკა სამხარაძისგან ჰყავს. ფოტომოდელის თქმით, წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს.

რამდენიმე კვირის წინ თამო ვაშალომიძე მეორე შვილის დედა გახდა. ვაჟი მას საქმროსგან, ბიზნესმენ აკა სამხარაძისგან შეეძინა. წყვილი ახლა უკვე ერთად ცხოვრობს. თამომ რჩეული საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ გააცნო. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0