„ლილოს" ბაზრობაზე ხანძარია

© Sputnik / Alex Shlamovმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუშაობა განაახლეს ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. თბილისში, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს ტერიტორიაზე ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმებოდა. თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ფონზე, საქართველოს მთავრობამ კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0