19:39 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (325)
514 0 0

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დასავლეთ ნაწილში 5–6 თებერვალს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები  დაიტბორა, იუწყება პირველი არხი. 

ადგილობრივების განცხადებით,  წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ  სანიაღვრე არხები წყლის გატარებას ვერ ასწრებდნენ.

 „ყოველი გაწვიმების დროს ასეთი რამ ხდება, საჭიროა არხების გაწმენდა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის განმარტებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა,  პრობლემა ჯერ მოგვარებული არ არის.

ამ დღეებში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დასავლეთ საქართველოში 5–6 თებერვალს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ  ძლიერმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის აწევა მდინარეებში და მოსალოდნელი იყო წყალდიდობა, მთიან რაიონებში კი მეწყრული პროცესები.

თემები:
უამინდობა საქართველოში (325)

მთავარი თემები