ავიაკომპანია Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

© Instagramაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ავიაკომპანია ფრენებს არსებული სასაზღვრო და სანიტარიული რეგულაციების გათვალისწინებით განახორციელებს.

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines–ი საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას 11 თებერვლიდან განაახლებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სტამბული–თბილისი–სტამბულის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაკომპანია Pegasus Airlines–ი რამდენიმე თვის განმავლობაში დაწესებული რეგულაციების ფონზე თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულდებდა. 

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან განაახლა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ყველა ახალი ამბავი
0