ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს ნინოობა მიულოცა

© Sputnik / STRINGERსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნინოობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. 

წმინდა ნინოს ხატი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ მათ, ვინც ამ სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ჩვენ ვეძახით სალომეს, მატარებელია სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს“, – განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს გამოცხადებულმა ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

ყველა ახალი ამბავი
0