08:54 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის (GWP) თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც კონტრაქტით არიან დასაქმებული, მეორე დღეა სამსახურში გამოცხადებაზე უარს აცხადებენ, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

GWP-ს დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა გაფიცვა დაიწყო და სამპუნქტიანი მოთხოვნები წამოუყენა: კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა.

„კომპანიის თანამშრომლების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც თავიანთი ქმედებებით არღვევენ. ისინი არა მარტო უარს აცხადებენ მუშაობაზე, არამედ სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითიც კომპანიის მიმდინარე საქმიანობას აფერხებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გაფიცული პირები შტატიანი თანამშრომლები არ არიან. ისინი კომპანიამ კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად გარკვეული ვადით დაიქირავა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მენეჯმენტი ვითარების განსამუხტად და პრობლემების ოპტიმალური გზით გადაწყვეტისთვის ძალისხმევას არ იშურებს.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიას მათ მოთხოვნებზე არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რის გამოც ისინი გეგმავენ აქციის იმ დრომდე გაგრძელებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულია პროფკავშირის წარმომადგენელი, რომელიც GWP-ს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავს.

მთავარი თემები