05:09 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (254)
88 0 0

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალური კოვიდგანყოფილება პაციენტებს უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 400 პაციენტის მიღებას შეძლებს, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

საქართველო ვაქცინაციისთვის მზადაა – პრემიერი>>

პროექტი მთლიანად სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულებაა 8 მლნ ლარი. უახლესი სამედიცინო აღჭურვილობის ახალი განყოფილება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს.

გახარიას განცხადებით, პროექტი უმოკლეს დროში განხორციელდა, რადგან ვირუსის მეორე ტალღამ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამატებითი სარეანიმაციო საწოლების მობილიზაცია, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყანაში მათი დეფიციტი არ იყოს.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.

ამას გარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამი დამატებითი ჟანგბადის ბლოკი დაემატა, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე 250 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 243 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა – 3071.

ქართველი ეპიდემიოლოგები COVID-19–ის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევარში პროგნოზირებენ. ამის თავიდან ასაცილებლად ისინი მთავრობას მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაში აუჩქარებლობას, ხოლო მოსახლეობას – ყველა მოქმედი წესისა და რეკომენდაციის დაცვას ურჩევენ.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (254)

მთავარი თემები