16:46 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1762 0 0

აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან მიტინგის შემდეგ შსს-ს შენობისკენ გაემართნენ, სადაც ბათუმში დაკავებული აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვეს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თბილისში პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობით გაიარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას, რომლის 1 მარტამდე გახანგრძლივება საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა. გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეები ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ბათუმში დაკავებული აქტივისტის, ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ფანგანმა ბულვარზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარა.

მსვლელობის მონაწილეები ორთაჭალაში მდებარე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი გამართეს. მათ ასევე რამდენჯერმე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. შემდეგ მომიტინგეები გაემართნენ შსს-ს შენობისკენ, რათა ფანგანის გათავისუფლება მოეთხოვათ.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

დღის განმავლობაში თბილისში ერთბაშად ორი აქცია გაიმართა. მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ასეული ადამიანი ყველა მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბა. მეორე აქცია მზიურის პარკში მშობლებმა გამართეს. მათ მთავრობას მოსთხოვეს, უკვე 1 თებერვლიდან განახლდეს სასწავლო პროცესი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში და თანაც უშუალოდ საკლასო ოთახებში.

მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ, ყველაზე მასშტაბური კი 26 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

მთავარი თემები