სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Nika latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 57 ადამიანი იმყოფება. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 110 შეადგენს.

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელიც სენაკში, კლინიკა „სემამედში“ მკურნალობდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 57 ადამიანი იმყოფება. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 110 შეადგენს.

კორონავირუსის პანდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
  • რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 66 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 8.
  • „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 33 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე - 6.
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 3 პაციენტი.
  • ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება 17 პაციენტი, მათ შორის 4 მძიმეა.
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში - 12 პაციენტი.
  • სენაკში „ლაზიკა მედიში“ - 23 პაციენტი.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.456 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 242.085-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.055-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0