04:42 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
131 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  253.518-ს მიაღწია.

თბილისი,  24 იანვარი – Sputnik.  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 546 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 285 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა,  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 11.248, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4979, PCR ტესტით - 6269.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კახეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 80, კახეთი - 34, შიდა ქართლი - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, აჭარა - 30, ქვემო ქართლი - 21, გურია - 14, სამცხე-ჯავახეთი -14, მცხეთა-მთიანეთი - 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.456 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 242.085-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.055-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში  8.352 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.272 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640.

მძიმე მდგომარეობაშია 697 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 195 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 2, იმერეთში - 24.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 443 ადამიანი, მათ შორის 210 - თბილისში, 153 - აჭარაში, 23 - იმერეთში.

ბინაზე მკურნალობის კურსს 4.637 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება  511  ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 180, აჭარაში - 128, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 20.443 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 453 პირი, აჭარაში - 1 218, იმერეთში - 2 086.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები