COVID-19 საქართველოში – 23 იანვრის მონაცემები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 240.629 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.892), გარდაიცვალა – 3.038  (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.302 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 444 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 998-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 252.972 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 240.629 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.892), გარდაიცვალა – 3.038  (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.302 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 444 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 16.267 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8.855, PCR ტესტით – 74.12.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0