პენიტენციური სამსახური: ბიძინა ესებუას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© Pixabay / Pavlofoxციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენიტენციური სამსახური კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარებული ტესტირების შედეგებს ავრცელებს. 22 იანვარს კორონავირუსი შვიდ პატიმარს დაუდასტურდა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. სიცრუეა 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბიძინა ესებუას COVID-19 დაუდასტურდა, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, რომელიც ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ხუთშაბათს მედიაში გავრცელდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ესებუა იმყოფება იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს.

დეზინფექცია - Sputnik საქართველო
ბიძინა ესებუას COVID-19 დაუდასტურდა – ქუთაისის საპყრობილეში კარანტინი გამოცხადდა

ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ხოლო ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარებული ტესტირების შედეგებს ავრცელებს. 

N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმატს დაუდასტურდა. დაწესებულებაში 791 ტესტი გაკეთდა. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება.

N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვს

რაც შეეხება N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებას, ტესტირების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ის პატიმარი, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, უსიმპტომოა და სხვა პატიმრებისგან იზოლირებულად, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, აცხადებენ უწყებაში. მათი თანამესაკნეები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება გასული წლის ბოლოს დაიწყო და უახლოეს დღეებში ეს პროცესი მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, განმარტავენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0