მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში კოვიდ–ტესტირება ჩაუტარდებათ

© photo: Sputnik / Павел Львов / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებლების ტესტირება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან ხუთ ქალაქში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხუთი დიდი ქალაქის – ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში 1 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. რაც შეხება სამ დიდ ქალაქს – თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, აქ სასწავლო დაწესებულებები საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში სწავლას 1 მარტიდან განაახლებენ.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მასწავლებლების ტესტირება რეგულარულად განხორციელდება.

„სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. სასწავლო დაწესებულებაში რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა მინისტრმა.

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრშიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0