როდის განახლდება სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა სამ დიდ ქალაქში

© Sputnik / STRINGERბაზრობა
ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ამასთან, ქვეყნის ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან ხუთ ქალაქში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სკოლები 1 თებერვლიდან განაახლებენ ფუნქციონირებას.

დღეს ცნობილი გახდა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თუმცა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში უქმე დღეებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები მხოლოდ დისტანციურად გააგრძელებენ მუშაობას.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე 1 მარტამდე ძალაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0