https://sputnik-georgia.com/20210122/mtkvarze-dasuptavebis-aqcia-tardeba-250678166.html
მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული აქცია მომდევნო დღეებშიც, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა... 22.01.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-01-22T13:15+0400
2021-01-22T13:15+0400
2021-10-19T17:46+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250908014_31:0:3672:2048_1920x0_80_0_0_063c4ff53c859d3102bd4999327dd15f.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250908014_486:0:3217:2048_1920x0_80_0_0_560b0f46914debd19f334bff4e4f570f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
13:15 22.01.2021 (განახლებულია: 17:46 19.10.2021) საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული აქცია მომდევნო დღეებშიც, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ მდინარე მტკვარს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
21 სექტემბერი 2019, 20:17
დასუფთავების აქცია ითვალისწინებს პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას. ამ დროისათვის უკვე გაწმენდილია მტკვრის მარცხენა სანაპირო.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობენ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
„თბილისის მერის დავალებით მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება. როგორც ხედავთ, ხდება მდინარის გაწმენდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან“, – განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ.
მდინარე მტკვარი საქართველოსა და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც სამი სახელმწიფოს საზღვრებში მიედინება. იგი სათავეს თურქეთში იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით საბოლოოდ კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
მდინარის აუზის ფართობი 188 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მდინარის მთლიანი სიგრძე 1,5 ათას კილომეტრზე მეტია. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.