კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბავშვო მოედანი
საბავშვო მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 903-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.974-ს მიაღწია.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 903 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 107, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 73, აჭარა – 52, შიდა ქართლი – 51, კახეთი – 47, ქვემო ქართლი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 18, გურია – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238.737-მდე გაიზარდა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 22 იანვრის მონაცემები

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.022-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.189 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.367 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.663, იმერეთში – 667, აჭარაში – 251.

733 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 218 პირი, აქედან თბილისში – 158, იმერეთში – 26, აჭარაში – 3.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 479 ადამიანი, მათ შორის 227 – თბილისში, 175 – აჭარაში, 22 – იმერეთში. ხოლო 6.343 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 115, ხოლო იმერეთში – 9.

პოლიცია წესების დაცვას აკონტროლებს - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

თვითიზოლაციაში იმყოფება 20.231 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11.602 პირი, იმერეთში – 2.108, აჭარაში – 1.501.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 903-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.974-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0