16:29 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3934 0 0

ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების ვაქცინებით 50-მილიონამდე ადამიანი უკვე აიცრა.

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მოსახლეობის სულ მცირე 70%-მა ვაქცინაცია ჩაიტაროს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.

ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში უკვე შეიქმნა რამდენიმე დასახელების ვაქცინა, რომლითაც უკვე 50 მილიონამდე ადამიანია აცრილი.

„ძალიან დაჩქარებული ტემპით შეიქმნა რამდენიმე დასახელების ვაქცინა, რომლითაც, დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით, 48-49 მილიონი ადამიანი აცრილია”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ვაქცინაციის შესაძლო გართულებებსა და გვერდით მოვლენებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციას შესაძლოა მინიმალური გართულება მოჰყვეს, რომელიც ძირითადად ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, იყო გართულებები, უფრო მეტად Pfizer-is ვაქცინაზე, რადგან ეს ინოვაციური ვაქცინაა. ამისთვის სპეციალური კითხვარები არის შედგენლი, შესაძლებელია, გადაწყვეტილება ექიმმა მიიღოს - აიცრას თუ არა ადამიანი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია: ვინ მოხვდა იმუნიზაციის გეგმაში >>

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

მთავარი თემები