Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნახე რა მოგიტანე...“ - ია ფარულავა ტარიელ სუარის დედას ესტუმრა - ვიდეო

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტარიელ სუარი და მისი დედა იუბილარები არიან. ასე აღნიშნა მათთან ერთად ეს დღესასწაული მსახიობმა ია ფარულავამ. ნახეთ რა აჩუქა ყოფილ დედამთილს

მსახიობი ია ფარულავა და მისი ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი ტარიელის დედას, მზიკოს ესტუმრნენ. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ დედა-შვილს დაბადების დღე ერთ დღეს აქვს. იამ კი მათი იუბილის აღნიშვნა ტარიელის დედასთან სტუმრობით აღნიშნა.

ტარიელ სუარმა დედას ტორტი მიუტანა, იამ კი ულამაზესი ბრენდირებული ზედა. „ჩააცვით საჩუქარი“ - მიმართა მან ქალის მომვლელს. ახალ ზედაში ტარიელის დედა არაჩვეულებრივად გამოიყურება. ირკვევა, რომ მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა რამდენიმე წლის წინ და ახლა დამოუკიდებლად ვერ უვლის საკუთარ თავს.

მსახიობმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ტარიელი ისე უვლის დედას, აღარ ეშინია სიბერის, რადგან იცის, რომ ტარიელი კარგად მოუვლის. როგორც ჩანს, წყვილი რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთად ცხოვრობს. ამას მოწმობს ბოლო დროს იას მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე, რომელიც მსახიობის სახლშია გადაღებული, ტარიელი იას ჩექმის გახდაში ეხმარებოდა. „აი, რა საჭიროა სახლში კაცის ყოფნა“, - ამბობდა მსახიობი. თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა, რომელთან ერთადაც მსახიობმა ცხოვრება გადაწყვიტა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება. სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მსახიობმა ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ყოფილ მეუღლესთან ტარიელ სუართან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყოფილი წყვილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლიში ერთად ისვენებდა. ია ფარულავამ დათოვლილი სასტუმროდან ულამაზესი ვიდეო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.

ყველა ახალი ამბავი
0