04:15 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (310)
58 0 0

გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან აიკრძალა – გზაზე სატვირთო ავტომობილების „საცობია“.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორც გუდაურის, ისე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – კერძოდ, საავტომობილი გზის 93-99 და 105-107 კმ მონაკვეთებზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა. რაც შეეხება გზის 100-104 კმ მონაკვეთს, აქ ზვავსაშიშროების რეჟიმი კვლავ რჩება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (310)

მთავარი თემები