03:09 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)
88 0 0

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX–პლატფორმის საშუალებით მოლაპარაკებებს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებთან დაკავშირებით აწარმოებს.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველომ COVAX–პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.   

გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტს კი მიმდინარე კვირის განმავლობაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილავენ.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო Astrazeneca-ს ვაქცინების მისაღებად ემზადება, თუმცა ის ჯერ არ არის COVAX–პლატფორმაზე.

„ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია, როდის იქნება ეს მოწოდება. COVAX–პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება COVAX–პლატფორმას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც განაცხადა, რომ ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.

ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან.

კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)

მთავარი თემები