მიტროპოლიტი დანიელი: ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში შეიტანს გარდატეხას

© photo: Sputnikმორწმუნეები ტაძარში
მორწმუნეები ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ნათლისღებით კაცობრიობის წინაშე უფლის ძალა გაცხადდა – სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც გარდატეხას შეიტანს კორონავირუსის პანდემიის დამარცხებაში, განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ. 

გამოცხადების ხატი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დღეს კაცობრიობა ერთ-ერთი არნახული განსაცდელის წინაშე დგას და სწორედ ამ დროს მნიშვნელოვანია უფლის სიყვარული და მომავლის იმედი.

„ამ ძნელბედობის ჟამს მთავარია, არ შეირყეს ჩვენი სარწუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწმენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შემდეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

წელს კორონავირუსის პანდემიამ ნათლისღების დღესასწაულშიც გარკვეული კორექტივები შეიტანა – ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი არ ჩატარდა. ამასთან, საქართველოში წელს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება. 

ყველა ახალი ამბავი
0