გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება

© photo: Sputnik / Goga Vardzieliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე და განმარტა, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ნიღბის ტარების მაჩვენებლის 95%-მდე გაზრდამ.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება – ბოლო კვირებში ახალი შემთხვევებისა და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფიქსირდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ვაქცინაცია  - Sputnik საქართველო
გაბუნია: საქართველო მზადაა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, შექმნილი სტაბილური ვითარება სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, რამდენადაც ევროპაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

„სწორედ დაწესებულმა შემზღუდავმა ღონისძიებებმა და მოსახლეობის გაფართოებულმა ტესტირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის შემუშავება დაავალა. თითოეული სახის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ ეპიდემიოლოგები ვითარებას დააკვირდებიან და შემდგომი ეტაპები სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ეპიდვითარება ქვეყანაში. 

ვაქცინაცია ევროპაში - Sputnik საქართველო
როდის ექნება საქართველოს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა: მთავრობაში დეტალებს ათანხმებენ

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტმა (IHME) დადებითად შეაფასა ქვეყანაში შემოღებული კომპლექსური შეზღუდვები. შეფასების ექვსბალიანი სისტემიდან საქართველო ხუთს აკმაყოფილებს. ქვეყანაში ერთდროულად სხვადასხვა სახის 16-დან 20-მდე შემზღუდავი ღონისძიება მოქმედებს.

IHME-ს მონაცემების თანახმად, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-დან 95%-მდე გაიზრდება, ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება, ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი კი 10-დან 77-მდე ფარგლებში იქნება.

ამ დროისათვის საქართველოში ვირუსის ცირკულირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – დადებითობის მაჩვენებელი 2,2%.

ბოლო 30 დღის მანძილზე ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 11,9% იყო, ორი კვირის განმავლობაში 9,8%, ბოლო კვირის განმავლობაში კი 8,3%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლინდა 247.915 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 234.636, გარდაიცვალა 2.958 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0