ყაზბეგის მერი: უამინდობის გამო ყაზბეგში ჩარჩენილ ასამდე ადამიანს დახმარება გაეწია

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგუდაური-კობის მონაკვეთის გაწმენდა
გუდაური-კობის მონაკვეთის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო 11 იანვრიდან, ჯვრის უღელტეხილის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტილია

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე 11 იანვრიდან ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ზამთრის გზები - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო სატვირთოების 10-კილომეტრიანი რიგი დადგა.

ამ დროისათვის მძღოლებს სურსათისა და წყლის დეფიციტი არ აქვთ, მაგრამ თუ გაწმენდითი სამუშაოები დროულად არ დასრულდება, უკვე საწვავის ნაკლებობა შეიქმნება.

„სამი დღეა ვდგავარ, მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი, თოვლია გამოცხადებულია და რა იქნება, არ ვიცით. თოვს უღელტეხილზე და გზა არ არის," - აცხადებს ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში.

ძლიერმა თოვლმა და ქარმა პრობლემები ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. სტეფანწმინდაში ათობით მანქანაა გაჩერებული.

ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

„11 იანვრიდან აკრძალულია გადაადგილება ქარისა და ზვავსაშიშროების გამო. ვერ ირთვება, ჯერჯერობით, საბაგირო. სასტუმროებში არიან გადანაწილებული ადამიანები, კიდევ პატარა მანქანებით არიან დამსვენებლები. უამინდობის გამო, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება“, - აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, რთული სიტუაციაა უღელტეხილზე, შესაბამისად ძნელი იქნება საუბარი, როდის აღდგება მოძრაობა.

„თუ შეგვიწყობს მეტეოროლოგიური ვითარება ხელს, თავისთავად დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, – განაცხადა ზაგაშვილმა.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0