COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 232.993 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.608), გარდაიცვალა – 2.933 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.659 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 649 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 780-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.805 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 232.993 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.608), გარდაიცვალა – 2.933 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.659 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 649 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 9.083 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4.796, PCR ტესტით – 4.287.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0