ამუშავდება თუ არა 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი: იმნაძის განმარტება

© photo: Sputnik / Goga Vardzieliმამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე
მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები პირნათლად შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც ითვალისწინებს პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ა.შ., ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩნდება, მზად არის თუ არა ქვეყანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისთვის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლამდე გადაიწევს

ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქართველოს მსხვილ ქალაქებში 28 ნოემბრიდან შეზღუდვები მოქმედებს. გარდა იმისა, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

„ეს გამოჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს. გააჩნია ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს. 1 თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა შემსუბუქების ხარისხი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე“, – აღნიშნა იმნაძემ.

გასულ კვირაში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1 თებერვლამდე გახანგრძლივდეს. არსებული ინფოემაციით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0