10:15 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (296)
52 0 0

მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საბაგირო მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩაირთვება.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი გუდაური–კობის დამაკავშირებელი საბაგიროს ჩართვა, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეფერხების მიზეზად უამინდობა და ძლიერი ქარია დასახელებული, რა დროსაც დაუშვებელია საბაგიროს მუშაობა.

უწყების ინფორმაციით, მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით საბაგირო გზა ჩაირთვება მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, რის შესახებაც მოქალაქეები ინფორმაციას „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით მიიღებენ.

თემები:
უამინდობა საქართველოში (296)

მთავარი თემები