Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წუხანდელი ღამის რამდენიმე ფოტო“ – ევა ბარბაქაძის პიკანტური ფოტოსესია

© Facebook / Eva Barbaqadzeევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლოვანი მსახიობის ქალიშვილი არანაკლებ მხურვალე ფოტოებს აქვეყნებს. მან შეყვარებულთან დაშორების შემდეგ იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა, ახლა კი სექსუალური ფოტოების გადაღებასაც შეუდგა.

Here some pics from last night – წერს საკუთარ გვერდზე ულამაზესი ევა. თინეიჯერმა გოგონამ დედის პარალელურად თავადაც გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად განტვირთვა. „ჰოლივუდის ვარსკვლავივით“ შეიმოსა და ფოტოსესიისთვის მოემზადა. ფოტოგენურმა გოგონამ რამდენიმე პიკანტური კადრი გამოაქვეყნა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორ გამოიყურება ევა ბარბაქაძე ამ უჩვეულო ფორმაში?

ევა, სავარაუდოდ, შეყვარებულს დაშორდა, რადგან სოციალური ქსელებიდან მათი ერთობლივი ფოტოები გაქრა. წყვილმა ზაფხული ბათუმში ერთად გაატარა, სწორედ მაშინ გაასაჯაროვა ევამ რომანტიკული ფოტოები, შემდეგ ყაზბეგში. თუმცა ამჟამად „ინსტაგრამზე“ გიორგი ყაჯრიშვილის ფოტოები წაშლილია. სწორედ სავარაუდო დაშორებას დაემთხვა ევას იმიჯის რადიკალური ცვლილება და ახალი ვარცხნილობაც.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა. ის შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

ყველა ახალი ამბავი
0