კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

© Sputnik / STRINGER კორონავირუსი-საქართველოში
კორონავირუსი-საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 244.612-ს მიაღწია.

თბილისი,  14 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.357 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 561 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ტესტები - Sputnik საქართველო
COVID-19: გერმანიამ საქართველოს რამდენიმე ათასი ტესტი აჩუქა

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი — 196, სამეგრელო–ზემო სვანეთი — 131, აჭარა — 112, შიდა ქართლი — 111, კახეთი — 84, ქვემო ქართლი — 69, მცხეთა-მთიანეთი — 41, სამცხე-ჯავახეთი — 26, გურია — 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 228.359-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 21 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.867-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.360 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.780 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1.756, აჭარაში — 337, იმერეთში — 746.

Тест на коронавирус, фото из архива - Sputnik საქართველო
საქართველოში სპეცრეისით ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა

808 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 240 პირი. აქედან თბილისში — 158, აჭარაში — 8, იმერეთში — 27.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 638 ადამიანი. მათ შორის 236 — თბილისში, 325 — აჭარაში, 28 — იმერეთში. ხოლო 8.942 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 196, აჭარაში – 76, იმერეთში – 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 23.545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.256 პირი, აჭარაში – 2.272, იმერეთში – 2.549.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 244.612-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0