13:31 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა, რასაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოთა ნაწილი დენის გადასახადს დაბალი ტარიფით გადაიხდის.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში  ბიზნესისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა და საშუალოდ 11–12 თეთრი შეადგინა ერთ კილოვატზე. გამომდინარე აქედან, ექსპერტებმა ადგილობრივი წარმოების გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდა ივარაუდეს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეშია“ გამოქვეყნებული, ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს იმ 20 დარგისთვის, სადაც კვების პროდუქტები იწარმოება.

სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს: მეფრინველეობას, ხორცის გადამუშავება–კონსერვირებას, პურპროდუქტებისა და ორცხობილების საცხობებსა და ფქვილეული პროდუქციის წარმოებას, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოებს, ზეთებისა და ცხიმების წარმოებას, რძის პროდუქტების წარმოებას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის ნაწილს დაუფარავს შაქრის, სუნელ–სანელებლების, დიეტური პროდუქტებისა და საქონლის საკვების მწარმოებელ საწარმოებს.

სუბსიდირების მისაღებლად კომპანიებმა 27 იანვრამდე უნდა მოასწრონ განაცხადის შევსება სპეციალურ სამთავრობო პლატფორმაზე https//www.registration.gov.ge

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გარდა სახელმწიფო ელექტროენერგიის ტარიფში სხვაობას დაუფარავს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა, რასაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი.

 

მთავარი თემები