18:49 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, დღეს ძველით ახალ წელს ზეიმობენ.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ორ კალენდარულ სისტემას — ძველსა (იულიუსის) და ახალ (გრიგორიანულ) კალენდრებს შორის 13-დღიანი განსხვავების გამო დამკვიდრდა. ახალ კალენდარზე პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალ წელს არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, ეს ტრადიცია, საქართველოს გარდა, შემონახულია, მაგალითად, ბელორუსიასა და უკრაინაში. იქ 14 იანვრის წინა საღამოს „უხვს“ უწოდებენ, ვინაიდან მარხვის დასრულების შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლაა მიღებული.

დღესასწაული აღინიშნება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებშიც – სერბეთში, მონტენეგროსა და მაკედონიაში. და თუ სერბები მას უბრალოდ „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ, მონტენეგროელები „ნამდვილ ახალ წლად“ მიიჩნევენ 14 იანვარს.

ამ დღეს ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც, სადაც მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს, რომლებშიც სხვადასხვა სიურპრიზებს მალავენ – მონეტას, ბეჭედს ან სხვა მსგავს ნივთს.

შვეიცარიის ზოგ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას.

ძველით ახალი წლის ტრადიცია ასევე შემონახულია სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და უელსში.

მთავარი თემები