Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დიახ, მკერდი გავიკეთე...“ – მარი ნაკანი პიკანტურ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Mariam Nakani / FBმარი ნაკანი
მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარი ნაკანის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. ნახეთ როგორ შეცვალა ფოტოგრაფი მკერდის პლასტიკურმა ოპერაციამ.

ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო უამრავი შეტყობინება მიიღო, რადგან ახალ ფოტოებში, რომლებიც მან აფრიკაში მოგზაურობისას გადაიღო, ფოტოგრაფს აშკარად ეტყობა, რომ მას მკერდის ზომა აქვს მომატებული.

ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი აფრიკაში, კერძოდ, კენიაში ისვენებს. როგორც მარიმ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ „ლაივში“ განაცხადა, ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა სიურპრიზი იყო და ის მას ცნობილმა ბიზნესმენმა, მისმა მეგობარმა მარიამ კუკუნაშვილმა მოუწყო.

მარი ნაკანის თქმით, მსგავს ადგილებში მოგზაურობა მისი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერია, რომ ოცნება აუხდა. მარი ნაკანი საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა.

მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა, რომელიც ახლა 17 წლისაა. მარი ნაკანს ახლა ორი გოგონა ჰყავს. ფოტოგრაფი წლებია ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზეა დაქორწინებული. წყვილს თინეიჯერი გოგონა – სოფო მამასახლისი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივ-რეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.

ყველა ახალი ამბავი
0